ფეხბურთი

14:20 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ, ბეილი, მოდრიჩი და ვარანი "მალაგასთან" არ ითამაშებენ

მადრიდის "რეალის" ზინედინ ზიდანი გადაწყვეტილებით, "მალაგას" წინააღმდეგ გასამართ ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი, გარეტ ბეილი და რაფაელ ვარანი არ მიიღებენ. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნული ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა.

"რეალის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით "მალაგას" წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა შემდეგ მოთამაშეებს ექნებათ: ნავასი, კასილია, ზიდანი, კარვახალი, ვალიეხო, რამოსი, მარსელო, ერნანდესი, აშრაფი, კროოსი, კაზემირო, ლიორენტე, ასენსიო, ისკო, კოვაჩიჩი, სებალიოსი, ბენზემა, ვასკესი, მაიორალი.

"მალაგა" - "რეალის" დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114495