ფეხბურთი

15:45 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის მორიგი რეკორდი

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევმა მოჰამედ სალაჰმა "ბორნმუთთან" მოგებულ (3:0) პრემიერლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა, მიმდინარე სეზონში 30-ე გოლი დაუგროვდა და დიდიე დროგბას რეკორდი (29) გააუმჯობესა. აფრიკელ ფეხბურთელებს შორის ერთ სეზონში ყველაზე მეტი გატანილი გოლი უკვე სალაჰს აქვს.

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ რეკორდი 2009/10 წლების სეზონში. მიმდინარე სათამაშო წელს სალაჰი თვის საუკეთესო ფეხბურთელად სამჯერ დაასახელეს, რაც ასევე პრემიერლიგის რეკორდია. ეგვიპტელი "ლივერპულის" თვის საუკეთესო მოთამაშედ მეექვსედ დაასახელეს.

მიმდინარე სეზონში შემტევმა ყველა ტურნირზე 45 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 40 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. პრემიერლიგის დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა, სალაჰს კი ერთი გოლი სჭირდება, რათა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენების ალან შირერის, კრიშტიანუ რონალდუს და ლუის სუარესის შედეგი გაიმეოროს.

0.113475