ფეხბურთი

12:00 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ზონას არ ჩამორჩა

მილანის “ინტერმა” ზედიზედ მეორე მოუგებელი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის ეს საკმარისი გამოდგა, რომ ოთხეულის წევრებს, “რომასა” და “ლაციოს” გატოლებოდა. სამივე ზემოხსენებული გუნდის აქტივში 60-60 ქულაა და ბუნებრივია, რომ დარჩენილ ტურებში ფიცხი და საინტერესო ბრძოლა გველოდება. სხვათა შორის, დღეს, რომაელები ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას.

იქამდე კი, “ინტერი” ბერგამოში ჩავიდა და ადგილობრივ “ატალანტას” ბევრი ვერაფერი დააკლო. გოლი არ გასულა, მაგრამ მოსაწყენი თამაშს არ ეთქმოდა. ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე შანსები. უბრალოდ, ეტრიტ ბერიშა და სამირ ჰანდანოვიჩი მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. თუ “ინტერი” ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, ბერგამოელთა მიზანი ევროპა ლიგაა და ჯამპიერო გასპერინის გუნდს შანსი ჯერ კიდევ აქვს.

სარადინიულმა “კალიარიმ” კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “უდინეზესთან”. კუნძულელები მალევე ჩამორჩნენ, მაგრამ მერე თამაში შემოატრიალეს და გასავარდნ ზონას ოდნავ მოშორდნენ. “ჯენოა” ასეთ გაჭირვებაში არაა, მაგრამ “კროტონესთან გამარჯვებას ფასი მაინც ჰქონდა. გენუელებმა საწადელს მიაღწიეს კიდეც.

გუშინ კიდევ ერთი მატჩი იყო: “კიევო” და “ტორინო” უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. დღეს კი, ტურის მთავარი მატჩებია: “მილანი” – “ნაპოლი”, “ლაციო – “რომა”, “იუვენტუსი” – “სამპდორია”.

“კალიარი” – “უდინეზე” 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ლასანია (10), 1:1 პავოლეტი (21), 2:1 ჩეპიტელი (84)

“კიევო” – “ტორინო” 0:0 (0:0)

“ჯენოა” – “კროტონე” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბესა (28)

“ატალანტა” – “ინტერი” 0:0 (0:0)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.328915