კალათბურთი

12:20 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” “სან ანტონიოს” ზაზას გარეშე აჯობა (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფი “გოლდენ სტეიტი” “სან ანტონიოს” მატჩით დაიწყო. ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ შეხვედრა დაძაბული იქნებოდა, მაგრამ სტივ კერის შეგირდებმა ტეხასელები მატჩის დასაწყისშივე სოლიდური უპირატესობით ჩამოიტოვეს და პოპოვიჩის გუნდს არანაირი შანსი არ ჰქონია, საბოლოოდ “მეომრებმა” 113:92 მოიგეს.

სტივ კერიმ ზაზა ფაჩულია არ ათამაშა. ზაზას მაგივრად ჯავალ მაკგიმ ითამაშა და საუცხოო შეხვედრაც გამოუვიდა, (15 ქულა, 4 მოხსნა, 2 ბლოკ-შოტი და 1 ჩაჭრა). მატჩის მთავარი მოქმედი გმირები კევინ დურანტი და კლეი ტომპსონი გახლდნენ. კევინმა 24 ქულა ჩააგდო, ხოლო ტომპსონმა – 27. “სან ანტონიოში” ყველაზე მეტი 15 ქულა რუდი გეის ანგარიშზეა. შეგახსენებთ სერია ოთხ მოგებამდეა. მომდევნო შეხვედრა ისევ “გოლდენ სტეიტის” დარბაზში” გაიმართება, მატჩი 17 აპრილს თბილისის დროით 06:30 საათზეა ჩანიშნული.

აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გასულმა “ტორონტომ” შინ “ვაშინგტონს” 114:106 მოუგო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე პერიოდის შუა ნაწილში კანადელებმა უპირატესობა მოიპოვეს და პირველი გამარჯვება იზეიმეს. “ტორონტოში” 23 ქულით და 12 მოხსნით სერჟ იბაკა გამოირჩა. “ვაშინგტონში” კი საუკეთესო ჯონ უილი გახლდათ 23 ქულა, 15 პასი.

“ფილადელფიამ” საკუთარ დარბაზში “მაიამი” 130:103 გაანადგურა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ფილადელფიელებმა 34:18 მოიგეს. “ფილადელფიას” 28 ქულით ჯეი ჯეი რედიკმა ულიდერა. “მაიამიში” 26 ქულით ოლენიკი გამოირჩა. ბენ სიმონსს კი სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა (17 ქულა, 14 პასი და 9 მოხსნა).

“ნიუ ორლეანმა” გასვლაზე “პორტლენდს” 97:95 აჯობა. ნიუ ორლეანელებმა მეორე პერიოდის ბოლო წუთებზე უპირატესობა მოიპოვეს და მას შემდეგ პორტლენდმა ანგარიშის გათანაბრებაც კი ვეღარ მოახერხა. მატჩში საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 35 ქულა, 14 მოხსნა, 4 ბლოკ-შოტი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა შესძინა. დევიმა კარიერაში პლეი ოფის შეხვედრა პირველად მოიგო. “პორტლენდში” 19 ქულით მაკალუმი გამოირჩა. ლილარდს მხოლოდ 18 ქულა ჰქონდა.

დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე “ბოსტონი” – “მილოუკის” თამაში დაიწყება. ხოლო 23:30 საათზე “კლივლენდი” “ინდიანას” თამაშია.

“გოლდენ სტეიტი”, - “სან ანტონიო” 113:92 (28:17, 29:24, 29:22, 27:29)(VIDEO)

“ტორონტო” – “ვაშინგტონი” 114:106 (28:23, 27:36, 31:26, 28:21)(VIDEO)

“ფილადელფია” – “მაიამი” 130:103 (29:35, 27:25, 34:18, 40:25)(VIDEO)

“პორტლენდი” – “მაიამი” 95:97 (18:21, 18:24, 27:30, 32:22)(VIDEO)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118047