ფეხბურთი

2:38 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "გამოცდილი მსაჯი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა"

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ინგლისელი არბიტრის, მაიკლ ოლივერის მისამართით ემოციური განცხადებების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ “რეალთან” ცნობილი და სკანდალური მატჩიდან 4 დღე გავიდა, ლეგენდარულ მეკარეს აზრი არ შეუცვლია.

ჯიჯის განცხადებით, ძალიან საეჭო მომენტი იყო, რის გამოც გამოცდილი მსაჯი მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე, პენალტს არ დანიშნავდა.

“შეგვეძლო დასამახსოვრებელი ფურცელი დაგვეწერა “იუვენტუსის” ისტორიაში, იტალიის ისტორიაში. ჩვენი გამარჯვება, “რომას” წარმატების შემდეგ იქნებოდა დაუჯერებელი, გიჟური. მე იუვენტინო ვარ, მაგრამ იქამდე იტალიელი და ბუნებრივია, რომ იტალიის წარმატება ჩემთვის მნიშვნელოვანია.

“რომამ” საოცარი ქამბექი შეასრულა და იგივეს აკეთებდა “იუვეც”. მე დავმარცხებულვარ ამაზე გაცილებით მნიშვნელოვან მატჩებში, თუმცა ეს იყო ყველაზე ლამაზი და ემოციური შეხვედრა “იუვენტუსის” რიგებში. ჩემი აზრით, პენალტი არ იყო 100%-იანი, არც იმას ვიტყვი, რომ წესის დარღვევა არ იყო, მაგრამ ძალიან საეჭვო ეპიზოდი გახლდათ. ასეთი დაძაბული შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე გამოცდილი მსაჯი პენალტს არ დანიშნავდა. მე უნდა დამეცვა ჩემი გუნდი, ჩემი თანაგუნდელები და ჩვენი 5000 ტიფოზი, რომელიც მადრიდში იმყოფებოდა”, - განაცხადა ბუფონმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110529