ფეხბურთი

21:30 | 14.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა

კატალონიის "ბარსელონამ" ლა ლიგაში ზედიზედ 39 შეხვედრა წაუგებლად დაასრულა და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. "ბლაუგრანამ" 39-ე მატჩი "კამპ ნოუზე" 'ვალენსიას" წინააღმდეგ ჩაატარა და 2:1 მოიგო.

აქამდე რეკორდის მფლობელი "სოსიედადი" იყო, რომელმაც 1979-80 წლებში 38 მატჩი დაუმარცხებლად ჩაატარა. სან სებასტიანის გუნდმა მაშინ 22 დაპირისპირება მოიგო და 16 ფრედ დაასრულა, ხოლო "ბარსელონამ" გამარჯვება 32 შეხვედრაში მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123126