ავტოსპორტი

18:45 | 14.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი და „ფერარი“ ისევ პოულზე არიან

სებასტიან ფეტელი ისევ პოულზეა. ამჯერად ჩინეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში გაიმრჯვა და სულ რაღაც, 0.087 წამით აჯობა თანაგუნდელ კიმი რაიკონენს. ისევე როგორც ერთი კვირით ადრე, ბაჰრეინში, „ფერარის“ პილოტები შანჰაიშიც სტარტზე წინა რიგს დაიკავებენ. ეს იმ დროს, როცა მათმა მთავარმა მეტოქემ, მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, მხოლოდ მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.

ფეტელისთვის ეს კარიერაში მოპოვებული 52-ე პოულ პოზიციაა. „მერსედესის“ ვალტერი ბოტასი და ჰამილტონი მას დაახლოებით ნახევარი წამით ჩამორჩნენ. ჰამილტონმა თავისი ბოლო ცდა არც დაასრულა. ნრბოლევს კი პესიმისტური განწყობა ჰქონდა და ერთადერთი იმედი, უფრო თბილ ამინდს დაუკავშირა.

ბოლო ცდის წინ, საუკეთესო დრო რაიკონენს ჰქონდა, რომელმაც ბოლო ცდაზე პირველ ორ სექტორში დრო კიდევ უფრო გააუმჯობესა. მაგრამ ფეტელმა მაინც შეძლო მისი ჩამოტოვება. არადა, კვალიფიკაციის დასკვნითი ეტაპის პირველი ცხდა რამდენიმე შეცდომით გააფუჭა.

აღსანიშნავია, რომ იტალიურმა გუნდმა შანჰაიში ბოლო გამარჯვება 2013 წელს მოიპოვა. პოულზე კი მისი პილოტებიდან მხოლოდ რუბენს ბარიკელო იდგა, რომელმაც ჩინური პირველივე დიდი პორიზის საკვალიფიკაციო რბოლა (2004 წელს) მოიგო.

„არ ვიცი, შევძლებთ თუ არა რბოლაში „ფერარისთვის“ მეტოქეობის გაწევას. დღეს მათთან ნახევარი წამი წავაგეთ“, - ამბობს ჰამილტონი, ვისაც შანჰაიში რბოლა ხუთჯერ აქვს მოგებული.

ჩინეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:31.095
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:31.182
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:31.625
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:31.675
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:31.796
  6. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:31.948
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:32.532
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:32.758
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:32.819
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:32.855
  11. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:32.986
  12. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:33.057
  13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:33.232
  14. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:33.505
  15. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:33.795
  16. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:34.062
  17. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:34.101
  18. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:34.285
  19. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:34.454
  20. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:34.914
0.114185