ფეხბურთი

18:14 | 14.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ქურდობაზე საუბარი სირცხვილია"

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “იუვენტუსთან” (1:3) მატჩის შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი გუნდის მიმართ სიძულვილი ბუნებრივია.

“სირცხვილია, როდესაც ქურდობაზე საუბრობენ. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, ვინც ეს თქვა. დავიცავ ჩემს ბიჭებს, რომლებმაც დიდებული თამაში ჩაატარეს და ეჭვგარეშეა, რომ შემდეგ ეტაპზე თამაში დავიმსახურეთ. “რეალის” ისტორიას ვერავინ შეცვლის – ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და როცა საუკეთესო ხარ, სიძულვილიც არსებობს. “იუვენტუსმა” შესანიშნავი თამაში ჩაატარა, 3:0 იგებდა, მაგრამ ჩვენ გვქონდა საგოლე მომენტები და ერთი გოლით ნახევარფინალში გავედით. ბუფონის საქციელი? – ის ძაინ გაცხარებული იყო, მაგრამ ჩვენ ნახევარფინალში გასვლა დავიმსახურეთ”, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, “რეალმა” “იუვენტუსთან” 1:3 წაგების მიუხედავად, ორი მატჩის ჯამში (4:3) გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღნიშნული შეხვედრის ირგვლივ კი, პოლემიკა დღემდე გრძელდება.

0.112576