ფეხბურთი

11:47 | 14.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

კანდრევას დარტყმამ სტიუარდის ელენთა შეიწირა

იტალიის სერია A-ს გასულ ტურში “ტორინოსა” და “ინტერის” მატჩში სტიუარდი დაზიანდა, საკმაოდ უცნაურ ვითარებაში.

როგორც Corriere Della Sera იტყობინება, “ნერაძურის” ნახევარმცველის ანტონიო კანდრევას შესრულებული საჯარიმოს შედეგად ბურთი კარს ასცდა და მის უკან მდგარ 25 სტიუარდს მოხვდა, რომელიც დაზიანდა. მიუხედავად მძიმე ტკივილისა, მან თავისი მოვალეობა თამაშის ბოლომდე შეასრულა.

მატჩის შემდეგ კი, სტიუარდს ელენთა ამოაჭრეს... შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრა “ტორინომ” 1:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107801