ისტორია

9:55 | 14.04.2018 | ნანახია 249 - ჯერ

14 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1934 – დაიბადა ალისა ასიტაშვილი. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების, თბილისის “ტონოსა” და “ბურევესტნიკის” კალათბურთელი. წლების განმავლობაში იყო “ბურევესტნიკის” კაპიტანი. ევროპის ორგზის ჩემპიონი (1954, 1956). მსოფლიოს სტუდენტური თამაშების მეორე პრიზიორი (1954). პირველი და მეორე საერთასორისო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი (1953, 1955). საკავშირო პირველობების პრიზიორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1903 - შოტლანდიური საფეხბურთო კლუბები “აბერდინი”, “ვიქტორია იუნაიტედი”, “ორიონი” გაერთიანდნენ და გამოსვლა “აბერდინის” სახელით განაგრძეს. ეს დღე “აბერდინის” დაარსების თარიღად ითვლება, თუმცა, გუნდის გულშემატკივრების ნაწილი მათი საყვარელი კლუბის დაარსების თარიღად 1881 წელს მიიჩნევს.

1905 - ფიფას აღმასკომის სხდომაზე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების პროექტი შეიმუშავეს. ტურნირი 1906 წელს უნდა ჩატარებულიყო. 16 კლუბი გეოგრაფიული პრინციპით 4 ჯგუფად უნდა დაყოფილიყო, ნახევარფინალისა და ფინალის მატჩები კი შვეიცარიაში უნდა გამართულიყო. საბოლოოდ კლუბებმა ფინანსური არამდგრადობის გამო მსოფლიო საკლუბი პირველობაზე თამაში იუარეს.

1912 - ბრაზილიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “სანტოსი”. სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი. 1962 და 1963 წლებში მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. 2002 და 2004 წლებში გახდა ბრაზილიის ჩემპიონი. სან პაულუს შტატის მრავალგზის ჩემპიონი. გასული საუკუნის 50-60-იან წლებში “სანტოსში” პელე თამაშობდა.

1929 - ფეხბურთელთა საერთაშორისო მატჩში, უშუალოდ კუთხურის ჩაწოდებიდან პირველად გავიდა გოლი. ეს გლაზგოს “ჰემპდენ პარკის” სტადიონზე მოხდა. შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებთა ასპარეზობის 88-ე წუთზე, “აბერდინის” ფეხბურთელმა, ალეკ ჩეინიმ გამოიჩინა თავი და სკოტებმა 1:0 მოიგეს.

1968 - ნიუ იორკის სპორტულ დარბაზ “მედისონ სკვერ გარდენში” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მატჩი შედგა.

1991 - ჰოკეის ეროვნული ლიგის უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სტენლის თასის მფლობელი, “ჩიკაგო ბლექ ჰოუქსი” ფლეი-ოფის პირველივე ეტაპიდან გავარდა.

1994 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ნიუ ჯერსი დევილზმა” რეგულარული პირველობის მატჩებში სარეკორდო რაოდენობის 106 ქულა დააგროვა.

1996 - “დეტროიტ რედ უინგზმა” NHL-ის რეგულარულ ჩემპიონატში 62-ე შეხვედრა მოიგო და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა.

2002 - ფორმულა-1-ის იმოლას (სან მარინო) გრან-პრი მიხაელ შუმახერმა (“ფერარი”) მოიგო.

2005 - UEFA-ს თასის გათამაშების ნახევარფინალური საგზური ლისაბონის “სპორტინგმა,” “პარმამ,” მოსკოვის ცსკა-მ და “ალკმაარმა” მოიპოვეს.

2006 - იტალიის სერია A-ს მატჩში, რომელსიც ერთმანეთს “მილანი” და “ინტერი” ხვდებოდნენ, შავ-წითელმაისურიანთა მცველმა კახა კალაძემ, 69-ე წუთზე გოლი გაიტანა და თავის გუნდს მორიგი სამი ქულა მოაპოვებინა.

2006 - 20 წლამდე ასაკის ვაჟ ხელბურთელთა ევროპის 2006 წლის ჩემპიონატის მე-6 საკვალიფიკაციო ქვეჯგუფის მატჩში, საქართველო პოლონეთთან დამარცხდა (22:26). შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში შედგა.

2007 - ბრაზილიური “ვასკუ და გამას” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რენატო გაუჩო გადააყენა.

2007 - აშშ-ს ქალაქ სან ანტონიოში მენი პაკიაომ ხორხე სოლისი მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და WBC ასოციაციის ვერსიით პროფესიონალ მოკრივეთა შორის ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

2007 - ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად ჩიკაგოს კანდიდატურის წამოყენება გადაწყვიტა.

2009 - თემურ ქეცბაია კვიპროსის ფამაგუსტას “ანორთოსის” მთავარმწვრთნელობიდან წავიდა.

2012 - ფინეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში მოქმედი ჩემპიონი ჰიკ-ი შინ “მარიეჰამნს” ხვდებოდა და 0:1-ს აგებდა, თუმცა მასპინძელთა 17 წლის ფორვარდმა იოელ პოჰიანპალომ 71-ე, 72-ე და 74-ე წუთებზე სამი ბურთი შეაგდო და გუნდს 3:1 მოაგებინა. ჰეთ-თრიქი 2 წუთსა და 49 წამში: შესაძლოა, ეს უსწრაფესი ჰეთ-თრიქია მსოფლიოს ყველა ქვეყნის უმაღლესი ლიგების ისტორიაში.

ამ დღეს დაიბადნენ

1892 - ჯორჯო ჩეზანა. იტალიელი ნიჩბოსანი. 1906 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1912 - არნე ბრუსტადი. 1930-40-იან წლებში ნორვეგიის ნაკრების ფორვარდი. თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ჩაატარა 33 მატჩი, გაიტანა 17 გოლი. ნორვეგიის ორგზის ჩემპიონი. 1938 წელს ითამაშა ფიფას ნაკრებში ინგლისის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.

1914 - ვილჰელმ ვილი ჰანემანი. ავსტრიელი ფეხბურთელი. ამპლუით ნახევარმცველი და ფორვარდი. გამოდიოდა ავსტრიის ნაკრებში (23 მატჩი, 4 გოლი), ქვეყნის ანექსიის შემდეგ კი – გერმანიის ნაკრებში (23 მატჩი, 16 გოლი). ავსტრიის ექვსგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. მწვრთნელობისას მოპოვებული აქვს შვეიცარიის ჩემპიონობა და თასი. ჰანემანი 1991 წლის 23 აგვისტოს გარდაიცვალა.

1926 - ხორხე რობლედო. ჩილიელი ფორვარდი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა “ნიუკასლ იუნაიტედში”. ორჯერ გახდა ჩილესა და ინგლისის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს ჩილეს თასი.

1934 - ალისა ასიტაშვილი. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების, თბილისის “ტონოსა” და “ბურევესტნიკის” კალათბურთელი. წლების განმავლობაში იყო “ბურევესტნიკის” კაპიტანი. ევროპის ორგზის ჩემპიონი (1954, 1956). მსოფლიოს სტუდენტური თამაშების მეორე პრიზიორი (1954). პირველი და მეორე საერთასორისო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი (1953, 1955). საკავშირო პირველობების პრიზიორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

1936 - ტიტო გონკალვესი. 1950-70-იან წლებში ურუგვაის ნაკრებისა და მონტევიდეოს “პენიაროლის” ნახევარმცველი და ცენტრალური მცველი. თავისი კლუბის კაპიტანი. ურუგვაის ცხრაგზის ჩემპიონი, ეროვნული თასის ორგზის მფლობელი. სამჯერ მოიპოვა ლიბერტადორესის, ორჯერ – საკონტინენტთაშორისო თასები.

1941 - ფარნაოზ ჩიკვილაძე. ძიუდოისტთა შორის (80 კგ წონითი კატეგორია) ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი. 1965 წლის ევროპის ჩემპიონი. ევროპის პირველობის ორგზის ვერცხლის პრიზიორი (1964, 1966). 1964 წელს გუნდურ შეჯიბრებაში გახდა ევროპის ჩემპიონი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ტრაგიკულად დაიღუპა მოსკოვში მომხდარი ავტოკატასტროფისას 1966 წლის 14 ივნისს.

1945 - უვე ბაიერი. გერმანელი მძლეოსანი. ბირთვის კვრაში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1947 - ოსვალდო კასტრო. ჩილიელი ფორვარდი, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი მექსიკაში გაატარა. კარიერის განმავლობაში ჩაატარა 592 მატჩი, გაიტანა 351 გოლი. 1970 წელს გახდა ჩილეს პირველობის, 1974-ში კი – მექსიკის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

1963 - სინთია კუპერი. ქალ კალათბურთელთა შორის სეულის 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1967 - ნიკოლა ბერტი. იტალიის ფეხბურთელთა ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ფეხბურთელი. ამპლუით ნახევარმცველი. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი, 1990 წლის მუნდიალის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. “სკუადრა აძურას” რიგებში ჩაატარა 39 შეხვედრა, გაიტანა 3 გოლი. “ინტერის” რიგებში გამოსვლისას ორჯერ მოიპოვა უეფას თასი, ერთხელ – იტალიის სუპერთასი.

1969 - გელა პაპაშვილი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (48 კგ) 1994 წლის მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი. 1993 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. 1992 წელს ჰელსინკში მოიგო “ფინეთის გრან-პრის” საერთაშორისო ტურნირი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის მონაწილე. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

1976 - ალი ლუკუნკუ. თურქეთის ნაკრების, “გალათასარაის,” “სტანდარდის,” “ლილისა” და “გენტის” ფეხბურთელი.

1979 - ქერემ თუნჯერი. თურქეთის კალათბურთელთა ნაკრებისა და “ეფეს-პილსენის” გამთამაშებელი-მსროლელი (190 სმ). ევროპის პირველობის პრიზიორი.

1981 - რაულ ბრავო. მადრიდის “რეალის,” “ლიდს იუნაიტედის” და ბერძნული “ოლიმპიაკოსის” ფეხბურთელი. ამჟამად განათხოვრებულია “ნუმანსიაში”. ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული აქვს 14 მატჩი.

1983 - ჯეიმს მაკფადენი. შოტლანდიის ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების, “მოზერველის,” “ევერტონისა” და “ბირმინგემის” ფეხბურთელი.

1983 - ნიკოლოზ ცქიტიშვილი. საქართველოს ნაკრების, სოხუმის “კოლხას,” თსუ-ს, სტუ-“ჯეოსელის,” სლოვენიის “სლოვანის,” იტალიური ტრევიზოს “ბენეტონის,” აგრეთვე “დენვერ ნაგითსის,” “გოლდენ სთეით უორიორზის,” “მინესოტა ტიმბერვულვზის,” “ფინიქს სანზის”, სევილიური “სან ფერნანდოს” და იტალიური “ტერანოს” ფორვარდი (213 სმ). მოპოვებული აქვს იტალიის ჩემპიონობა. სლოვენიის პირველობის პრიზიორია. ამჟამად მადრიდის “ფუენლაბრადას” ღირსებას იცავს. 1999 წლიდან ნიკოლოზ ცქიტიშვილი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრია.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.343741