ფეხბურთი

0:56 | 14.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სამი ხედირა: "მსაჯი არ იყო დარწმუნებული თამაშის წესების დარღვევაში"

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი სამი ხედირა მიიჩნევს, რომ მაიკლ ოლივერი დარწმუნებული არ იყო თავის გადაწყვეტილებაში. საუბარია, მადრიდის “რეალის” სასარგებლოდ დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე, რომელმაც “ბებერი ქალბატონი” ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა.

“ჩემი აზრით, ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანის დანიშვნის შემთხვევაში 100%-ით დარწმუნებული უნდა იყო. ეს ეპიზოდი 20-ჯერ მაინც ვნახე და მსაჯი არ იყო დარწმუნებული, რომ თამაშის წესი დაირღვა. 2-3 წამი ფიქრობდა და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. ასეთ დროს, ასეთი მნიშვნელობის თამაშში ეჭვი არ უნდა არსებობდეს. ჩვენ ყველანი გაბრაზებულები ვიყავით, ეს ნორმალურია, რადგან არ იყო აშკარა პენალტი.

VAR? - სიმართლე გითხრათ, სეზონის დასაწყისში არ მომწონდა, რადგან დიდ პაუზას იწვევდა, მაგრამ ნელ-ნელა დაიხვეწა და ფეხბურთი მასთან ერთად უფრო სამართლიანი გახდა.

ჩვენ ვითამაშეთ “სანტიაგო ბერნაბეუზე” და თითქმის შეუძლებელი შევძელით. ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ზოგჯერ ასეთ რთულ მატჩებში მეტია საჭიო. ჩვენ დღესაც დამწუხრებულები ვართ ასეთი ფანტასტიკური თამაშის შემდეგ, რომელსაც არავინ ელოდებოდა. ვაჩვენეთ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ.

ფეხბურთი ასეთია. ვულოცავთ “რეალს”, რომელიც დიდებული გუნდია. ჩვენ კი ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ხელცარიელი დავრჩით. ახლა წინ უნდა ვიყუროთ და კონცენტრირება იტალიის ჩემპიონატზე და თასზე მოვახდინოთ”, - განაცხადა ხედირამ.

Loading...
სტატისტიკა
0.367572