ფეხბურთი

0:36 | 14.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" "ლივერპულთან" მატჩის ბილეთების გაყიდვა წილისყრამდე დაიწყო

იტალიური “რომა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინგლისურ “ლივერპულს” შეხვდება. “სტადიო ოლიმპიკოზე” მატჩი 2 მაისს შედგება და საინტერესოა, რომ “ჯალოროსის” ვებგვერდზე აღნიშნულ თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მანამდე დაიწყო, სანამ წილისყრა შედგებოდა.

მოგვიანებით, პოსტი იტალიური გუნდის საიტიდან წაიშალა, მაგრამ იტალიელ ჟურნალისტებს რა გამოეპარებოდათ. ახლა იმაზე მიდის დავა, ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ წინასწარ იყო ცნობილი წილისყრის შედეგები?

როგორც უნდა იყოს, “რომა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისტორიაში მეორედ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველად 1983-1984 წლების სეზონში მოხდა. მაშინ, “მგლები” ფინალში გავიდნენ, სადაც სწორედ “ლივერპულთან” განიცადეს მარცხი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144228