თამაშგარე

11:25 | 13.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირში მთქმელი ემა

მადრიდის “რეალში“ მობურთალი უელსელი ფეხბურთელის, გარეთ ბეილის ნაცოლარი და შვილის დედა, მსახიობი ემა-რის ჯონსი მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იძახის - მადრიდულ კლუბს გარეთის ხათრით მთელი გულით ვქომაგობო, ოთხშაბათს გამართულ მატჩზე სულ სხვა წარმოდგენის ყოფილა.

ემა-რის ჯონსი ამბობს, რომ მას ძალიან დასწყდა გული ტურინის “იუვენტუსის“ გამოვარდნაზე და ამასთან დაკავშირებით მატჩის შემდეგ გარეთ ბეილსაც კი დაურეკა და თავისი მოსაზრებები გაუმხილა რაც ფეხბურთელმა ბუნებრივად მიიღო და ისიც კი უთქვამს - ნეიტრალური ქომაგის ადგილზე შეიძლება მეც შენსავით მეფიქრაო.

ემა-რის ჯონსი მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად მეგობრობს ბულვარულ მედიასთან, ვერ ვიტყვით, რომ ბულვარულ საზოგადოებაში დიდად ფესვგადგმული ქალია. სამსახიობო კარიერაშიც მხოლოდ მეორეხარისხოვან როლებს სჯერდება, თუმცა ხვალ და ზეგ რა იქნება - ეს ზინედინ ზიდანმაც კი არ იცის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.179049