ფეხბურთი

21:58 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიმდინარე სეზონში მეექვსედ: სალაჰი "ლივერპულის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების შემტევი მოჰამედ სალაჰი "ლივერპულის" გულშემატკივრებმა მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გასულ თვეში აფრიკელმა მოთამაშემ ხუთი მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. სულ კი მიმდინარე სეზონში ეგვიპტელმა 44 შეხვედრაში 39-ჯერ გამოიჩინა თავი. 2017/18 წლების სეზონში სალაჰი "ლივერპულის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეექვსედ (აგვისტო, სექტემბერი, ნოემბერი, დეკემბერი, თებერვალი, მარტი) დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113796