ფეხბურთი

10:41 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “მსაჯს გულის ნაცვლად სანაგვე ურნა აქვს”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა “რეალთან” (1:3) მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა. ლეგენდარულმა კარის დარაჯმა შეხვედრის არბიტრი გააკრიტიკა და მას თამაშების ტრიბუნებიდან ყურება ურჩია.

უნდა დაენიშნა თუ არა თერთმეტმეტრიანი? 10%-ითაც არა! არბიტრი კარგად ხედავდა, რომ გაურკვეველი მომენტი იყო. როდესაც პირველ მატჩში 100%-იანი პენალტი არ დაგვიდეს და ამ შემთხვევაში მსაჯმა გაგვწირა. არ შეიძლება ასეთ დროს ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

ამ თამაშში მთელმა გუნდმა ყველაფერი ჩადო, თუმცა ერთმა კაცმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. მსაჯს გულის ნაცვლად სანაგვე ურნა აქვს. თუ მსაჯობა არ შეუძლია, შეუძლია დაჯდეს ტრიბუნაზე და ოჯახთან ერთად წვენი და ჩიფსი მიირთვას

“რეალმა” დაიმსახურა შემდეგ ეტაპზე გასვლა, თუმცა ჩვენ აუცილებლად ვიმსახურებდით დამატებით დროში თამაშს”, - განუცხადა ბუფონმა Football Italia-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113244