სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:39 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

თამაში, რომელზეც დიდხანს ისაუბრებენ... (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ნახევარფინალი დაკომპლექტდა. “რომასა” და “ლივერპულს”, “რეალი” და “ბაიერნი” შეუერთდნენ – სწორედ ერთ-ერთი იქნება 2017-2018 წლების სეზონის გამარჯვებული.

საოცარი 90 წუთი, საოცარი თამაში, საოცარი ფინიში – მადრიდის “რეალმა” ერთი კვირის წინ ტურინში მოპოვებული უპირატესობა ლამის გაანიავა და “ბარსელონას” გზას გაუდგა. “ბებერმა ქალბატონმა” კი, უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა არასდროს შეიძლება. “იუვემ” შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო – უკვე მეორე წუთზე სამი ხედირას პასი მარიო მანჯუკიჩმა დააგვირგვინა. ტურინელები მეტოქის ნახევარზე თამაშს აგრძელებდნენ და სხვა გზა არც ჰქონიათ.

ამასობაში, მასიმილიანო ალეგრი შეცდომას მიხვდა და მე-17 წუთზე ჯანმრთელი მატია დე შილიო სტეფან ლიხშტაინერით ჩაანაცვლა. სწორედ შვეიცარიელმა ჩაიწერა აქტივში ტაიმის ბოლოს საგოლე პასი, ხოლო მანჯუკიჩმა მეორე სართულზე ისევ დაჯაბნა მასპინძლები და სხვაობა გააორმაგა. ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ნელ-ნელა მადრიდელთა სოლიდური უპირატესობა თვალსა და ხელსშუა ნიავნდებოდა.

მეორე ტაიმში კი კეილორ ნავასს ბურთი ხელიდან გაუვარდა და ბლეზ მატუიდიმ ცარიელ კარში გაიტანა. რა გამოვიდა? – 0:3 და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. ყველაფერი დამატებითი 30 წუთისკენ მიდიოდა, რაც სამართლიანიც იქნებოდა. მაგრამ, იქამდე მაიკლ ოლივერმა მატჩს 3 წუთი დაამატა და სწორედ ბოლო წუთი მიმდინარეობდა, როცა “იუვეს” დაცვა ერთადერთხელ ჩავარდა. რონალდუმ ალექს სანდროს აჯობა, თავით ლუკას ვასკესს დაუგდო და... ესპანელი მეჰდი ბენატიასთან ჭიდილში დაეცა და ოლივერმა პენალტი დანიშნა. ამან თვით ჯიჯი ბუფონიც გააცხარა და ვეტერანი კიპერი გააძევეს. მოკლედ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ემოციები დუღდა... იქეთ, მასიმილიანო ალეგრი სერხიო რამოსთან წაკინკლავდა, ხოლო ჯორჯო კიელინიმ მარსელოს ირონიული სიტყვები არ დააკლო...

ასე იყო თუ ისე, რონალდუმ ვოიცეხ შჩესნის შანსი არ დაუტოვა და “რეალი” ნახევარფინალშია. იყო თუ არა პენალტი, ამაზე ორი აზრი არსებობს და რამის მტკიცებას უკვე აზრით აღარ აქვს. ტურინელთა პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ თანამემამულე პიერლუიჯი კოლინა გააკრიტიკა და უეფა იტალიური გუნდების ჩაგვრაში პირდაპირ დაადანაშაულა. როგორც უნდა იყოს, “იუვენტუსმა” ბევრისთვის მოულოდნელად ბოლო წამამდე იბრძოლა და ახლოსაც იყო საოცარ ქამბექთან.

ისტორიას კი, მხოლოდ ის შემორჩება, რომ “რეალი” ნახევარფინალშია, ხოლო “იუვე” პირველი გუნდი გახდა, რომელმაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” სამჯერ მოიგო (ევროთასებზე).

დღესვე მეორე ნახევარფინალურ მატჩში “ბაიერნმა” “სევილიას” კარს გასაღები ვერ მოარგო, მაგრამ სტუმრად მოგებული ჰქონდა და საუკეთესო ოთხეულში შევიდა.

“რეალი” – “იუვენტუსი” 1:3 (0:2) VIDEO

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბუე”

მაყურებელი: 75 796

“რეალი” (4-4-2): ნავასი; კარვახალი, ვარანი, ვალეხო, მარსელო; მოდრიჩი (კოვაჩიჩი 75), კაზემირო (ვასკესი 46), კროოსი, ისკო; ბეილი (ასენსიო 46), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; დე შილიო (ლიხშტაინერი 17), ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, იგუაინი (შჩესნი 90), მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (2), 0:2 მანჯუკიჩი (37), 0:3 მატუიდი (61), 1:3 რონალდუ (90, პენ)

გაფრთხილება: კარვახალი (22), მარსელო (81), რონალდუ (90) - პიანიჩი (17), მანჯუკიჩი (29), ლიხშტაინერი (36), ალექს სანდრო (67), დუგლას კოშტა (73), ბენატია (90)

გაძევება: ბუფონი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 8 (6) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

“ბაიერნი” – “სევილია” 0:0 (0:0) VIDEO

მიუნხენი, “ალიანც არენა”

მაყურებელი: 70 000

“ბაიერნი” (4-1-4-1): ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, რაფინია (ზულე 87); ხავი მარტინესი; რობენი, მიულერი, ხამესი, რიბერი (ტიაგო ალკანტარა 71); ლევანდოვსკი (სანდრო ვაგნერი 77)

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

“სევილია” (4-2-3-1): სორია; ხესუს ნავასი, მერკადო, ლენგლე, ესკუდერო; ნ’ზონზი, ბანეგა; სარაბია (რამირესი 70), ვასკესი (ნოლიტო 81), კორეა; ბენ იედერი (მურიელი 65)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გაფრთხილება: სანდრო ვაგნერი (90) – მერკადო (2), ნ’ზონზი (11), ბანეგა (81)

გაძევება: კორეა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 6 (0) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.909961
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X