ფეხბურთი

22:00 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პორტუმ “ხირონასთან” გაახანგრძლივა

მიმდინარე ლა ლიგის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, კრისტიან პორტაგეს მანზანერამ, რომელსაც პორტუს სახელით ვიცნობთ, “ხირონასთან” ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

25 წლის ფორვარდი “ვალენსიას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, თუმცა ძირითად გუნდში თამაში მხოლოდ ორჯერ მოუწია და 2014 წელს “ალბასეტეს” მიაშურა, სადაც ორ სეზონში 79 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

ის “ხირონაში” გასულ სეზონში გადავიდა და სეგუნდა დივიზიონში 41 მატჩში 8 ბურთი შეაგდო. მიმდინარე სეზონი კი მისთვის საუკეთესოა: ლა ლიგის 31 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. პორტუმ გოლები ისეთ გუნდებს გაუტანა, როგორებიც არიან: “რეალი”, “ბარსელონა”, “ვალენსია” და “ატლეტიკო”.

0.119541