ფეხბურთი

14:12 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” პირველია, ვინც გვარდიოლას გუნდი ერთ სეზონში სამჯერ დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” შინ “ლივერპულთან” 1:2 დამარცხდა. “ლივერპული” პირველი გუნდია, რომელმაც გვარდიოლას მიერ გაწვრთნილი გუნდი ერთ სეზონში სამჯერ დაამარცხა.

“სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური სერიის პირველი მატჩი “ლივერპულთან” 0:3 წააგო. მანამდე კი, მანჩესტერელები პრემიერლიგის 23-ე ტურში, მერსისაიდელებთან გასვლაზე 3:4 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა, “მანჩესტერ სიტიში” დასაქმებამდე, “ბარსელონას” და “ბაიერნს” წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127955