ფეხბურთი

11:30 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “მსაჯმა სიმართლის თქმისთვის გამაძევა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ “ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში განცდილი მარცხისა (1:2) და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ მსაჯების ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება და იმაზეც ისაუბრა, რის გამო გააძევეს პირველი ტაიმის შემდეგ.

“მსაჯს ვუთხარი, რომ სანეს გოლი უნდა ჩაეთვალა და შეცდომა დაუშვა. ამის გამო გამაძევა მან. ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ტაიმის ბოლოს ანგარიში 2:0 რომ გამხდარიყო. ყველაფერი სხვაგვარადაა, როცა სალაჰმა “ენფილდზე” გოლი თამაშგარედან გაიტანა...

ამ ტურნირზე გუნდების დონე იმდენად თანაბარია, რომ მსაჯის ნებისმიერ გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. კიდევ ერთხელ ვცდით მომდევნო სეზონში. “ლივერპულს” კი გამარჯვებას ვულოცავ და ვიმედოვნებ, ღირსეულად წარადგენს ინგლისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში” - განაცხადა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102593