თამაშგარე

11:09 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რომას“ გამარჯვებამ მიკელა გააბედნიერა

კატალონიის “ბარსელონასთან“ გუშინდელი სასწაულებრივი გამარჯვება იტალიური “რომას“ სხვა მრავალ ქომაგთან ერთად, ნამეტანი გაუხარდა იტალიელ მოდელს, მიკელა კვადროჩეს, რომელიც ამ გუნდის თავგადაკლული ქომაგი გახლავთ და დი ფრანჩესკოს შეგირდების მას ბოლომდე სჯეროდა.

მიკელა კვადროჩე, “რომას“ ყოფილი მობურთალის, ალბერტო აკვილანის მეუღლე გახლავთ და ეს კლუბი სენიორა მიკელამ ჯერ კიდევ მაშინ შეიყვარა და შეიტკბო, როდესაც “მგლების“ მაისური მის მეუღლეს მოსავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ის დროა, როდესაც რომაელებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაც კი საოცნებოდ ქონდათ ქცეული.

მიკელა კვადროჩე იტალიაში ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული მოდელია, მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ მილანის ფეშენ-ვიკზე შარშან სწორედ მან გახსნა დასკვნითი ღონისძიება. რომაელების ამ წარმატებების შემდეგ, ღონისძიებების გახსნა თქვენ მომავალში უნდა ნახოთ...

0.133786