ფეხბურთი

18:51 | 10.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “არ ვფიქრობ, რომ სერია A სუსტია, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესოა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატების დონე შეაფასა და “იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩზეც ისაუბრა.

“არ ვფიქრობ, რომ იტალიის ჩემპიონატი სუსტია, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და საუკეთესოა. აქ ნებისმიერ გუნდს შეუძლია პრობლემა შეგიქმნას.

“იუვენტუსთან” გამართული პირველი მატჩის შედეგი ჩვენთვის არაფერს ცვლის. ეს ახალი მატჩია. მერე კი ვნახავთ კიდევ რამდენი ასეთი თამაშის ჩატარება მოგვიწევს” - აცხადებს ზიდანი.

“რეალისა” და “იუვენტუსის” საპასუხო დაპირისპირება 11 აპრილს გაიმართება. პირველი შეხვედრა მადრიდელებმა ტურინში 3:0 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112428