ფეხბურთი

14:35 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრების მწვრთნელობის ფავორიტია

რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ფავორიტია. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, “ზენიტის” თავკაცი კვირას იტალიაში ჩაფრინდება და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ჯოვანი მალაგოსთან შეხვედრას გამართავს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მალაგო ლობირებს მანჩინის “სკუადრა აძურაში” დანიშვნის საკითხს. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

იტალიის ნაკრებში რობერტოს გარდა, კლაუდიო რანიერის, ანტონიო კონტესა და ლუიჯი დი ბიაჯოს კანდიდატურები განიხილება. ეს უკანასკნელი ამჟამად აპენინელთა მთავარ საფეხბურთო გუნდს დროებითი მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობს.

0.110477