ფეხბურთი

2:58 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ორ წუთში ორჯერ...

ერთ თამაშში ორი ვერგატანილი პენალტიც გვინახავს და მეტიც (ერთი გუნდის მიერ), მაგრამ ორწუთიან ინტერვალში, იშვიათად. ინგლისის ჩემპიონშიფის ლიდერები “კარდიფ სიტისა” და “ვულვერჰემპტონის” შეხვედრაში კი, სწორედ ასეთი ფაქტი მოხდა.

მასპინძლები 0:1 მარცხდებოდნენ და მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს. ბურთთან გარი მეიდინი მივიდა, მაგრამ “ვულვზის” კიპერმა ჯონ რუდიმ აჯობა. ზუსტად ორ წუთში, 95-ე წუთზე “კარდიფს” მეორედ მიეცა თერთმეტმეტრიანის დარტყმის შესაძლებლობა. ამჯერზე ბურთთან ჯუნიორ ჰოილეტი მივიდა, მაგრამ რად გინდა? – ხარიხას გაარტყა. მოკლედ, “კარდიფ სიტიმ” მატჩი ვერ გადაარჩინა და “ვულვზმა შეხვედრა პორტუგალიელი რუბენ ნევეშის გოლით მოიგო.

“ვულვერჰემპტონი” ჩემპიონშიფს 89 ქულით ლიდერობს, ხოლო “კარდიფ სიტის” აქტივში 80 ქულაა (თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული). შემდეგ მოდიან “ფულჰემი” და “ასტონ ვილა” 75-73 ქულით. პრემიერლიგის საგზურს პირდაპირ ორი გუნდი მოიპოვებს, ხოლო მესამე-მეექვსე ადგილოსნები პლეი-ოფში გაითამაშებენ ერთ საგზურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114771