ფეხბურთი

23:43 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "რაიოლამ ორი თვის წინ პოგბა და მხითარიანი შემომთავაზა"

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მინო რაიოლას შესახებ საუბრობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძაღლს შეადარა.

ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, რაიოლა ზამთარში პოლ პოგბას ყიდვას სთავაზობდა, რაზეც უარი განუცხადა:

“დიახ, მე ძაღლი და ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ორი თვის წინ რაიოლამ პოლ პოგბას და ჰენრიხ მხითარიანის შეძენა შემომთავაზა. რატომ გააკეთა ეს? – პოგბა დიდებული ფეხბურთელია და ვუთხარი, რომ მისი ყიდვისთვის თანხა არ გვაქვს, ის ძალიან ძვირი ღირს. სწორედ ამიტომ გაბრაზდა რაიოლა და ძაღლი მიწოდა”, - განაცხადა რაიოლამ.

შეგახსენებთ, ჰენრიხ მხითარიანმა ზამთარში “მანჩესტერი” დატოვა და “არსენალში” გადავიდა, ხოლო პოლ პოგბა ჯერაც “ოლდ ტრაფორდზე” ირჯება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114258