ფეხბურთი

21:30 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანმა შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს

სომხეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელმა ჰენრიხ მხითარიანმა მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო. როგორც არსენ ვენგერმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იმის შიში რომ შემტევმა რამდენიმე კვირა გამოტოვოს, ნამდვილად არის.

Mirror-ის ინფორმაციით, სომეხი მოთამაშე შესაძლოა მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ ვიხილოთ. ფეხბურთელს სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი რამდენი ხანი გაივლის სარეაბილიტაციო პროცესს. ჰენრიხი "მეთოფეთა" რიგებს მიმდინარე წლის ზამთარში შეუერთდა და 12 შეხვედრაში თავი ორი გოლით და ექვსი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109084