ფეხბურთი

21:58 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სარი და "ნაპოლი" ვერ თანხმდებიან

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. Calciomercato-ს ინფორმაციით, მწვრთნელს გამოცდილი ფეხბურთელების დამატება სურს, ხოლო პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს - გუნდის გაახალგაზრდავება.

სარის ხელფასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს. "ნაპოლი" უარს ამბობს გამოცდილი შემტევისთვის და მცველისთვის 100 მილიონი ევრო გამოყოს. ასევე, მაურიციო პეპე რეინას "მილანთან" მოლაპარაკებით უკმაყოფილოა. მიუხედავად წარუმატებელი მოლაპარაკებისა, იტალიური მედია სარის "ჩელსის", "მონაკოს" და პსჟ-ს უკავშირებს და იტალიელს შანსი აქვს სხვა გუნდში მიაღწიოს წარმატებას.

სარის ხელმძღვანელობის დროს "ნაპოლიმ" ტიტული ვერ მოიპოვა. მიმდინარე სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე მონაწილეობდა, თუმცა წარუმატებლად. ეროვნულ ჩემპიონატში კი სარის გუნდი 30 ტურის შემდეგ, 74 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "იუვენტუსს" ოთხი ქულით ჩამორჩება.

0.111917