ფეხბურთი

20:30 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

კიუიტი მომავალი სეზონიდან "ფეიენოორდის" ახალგაზრდულ გუნდს გაწვრთნის

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დირკ კიუიტი მომდევნო სეზონიდან "ფეიოენოორდის" 19-წლამდელთა გუნდს უთავკაცებს. აღნიშნული ინფორმაცია როტერდამული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. კიუიტი ამჟამად "ქვიქ ბოისის" თავკაცის ასისტენტია და უეფას მწვრთნელთა A ლიცენზიის ასაღებად ემზადება.

დირკი "ქვიქ ბოისში" 1998 წლამდე თამაშობდა და შემდეგ "უტრეხტში" გადავიდა. კიუიტს კარიერის განმავლობაში "ფეიენოორდის", "ლივერპულის" და "ფენერბაჰჩეს" რიგებში უთამაშია. ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელმა 105 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113987