ფეხბურთი

13:15 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოკეს უსწრაფესი გოლი

ევროპა ლიგის 1/4-ფინალურ შეხვედრაში “ატლეტიკომ” შინ “სპორტინგი” 2:0 დაამარცხა. “ატლეტიკოს” ესპანელმა ნახევარმცველმა კოკემ შეხვედრის 22-ე წამზე გოლი გაიტანა. რაც მადრიდული კლუბის ისტორიაში ევროპულ ტურნირზებზე ყველაზე სწრაფად გატანილი გოლია.

ესპანეთის ჩემპიონატში “ატლეტიკოს” მაისურით ყველაზე სწრაფი გოლი ოლივერ ტორესს ეკუთვნის, რომელმაც 2013/14 წლების სეზონში “ბეტისს” 15 წამში გაუტანა.

0.114497