ფეხბურთი

23:00 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "სამტრედია" დაამარცხა

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ბოლო მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" "სამტრედია" მიიღო და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი სტუმართა კარში ლევან კუტალიას გადაცემის შემდეგ ბექა ტუღუშმა გაიტანა.

მიმდინარე სეზონში კახა ჩხეტიანის გუნდმა მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრა ქულით მეოთხე პოზიციზე იმყოფება. "სამტრედია" კი წარუმატებელ თამაშს აგრძელებს და ხუთი თამაშის შემდეგ მხოლოდ სამი ქულა აქვს, უჩა სოსიაშვილის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.

0.110459