ფეხბურთი

16:41 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. “ემპოლის” ოფიციალურმა ვებგვერდმა “სპეციასთან” გასამართი მატჩისწინა ვარჯიშის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩვენებური ფეხბურთელიცაა ასახული.

ლევანმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა, მაგრამ მოხვდება თუ არა, სამატჩო განაცხადში ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძემ ტრავმა ზუსტად 1 წლის წინ, “მილანთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

ქართველ ფორვარდს ტოსკანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებისთვის სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს, რადგან “ემპოლის” შეტევის ხაზი ჩინებულად გამოიყურება – ფრანჩესკო კაპუტოს 32 მატჩში 23, ალფრედო დონარუმას 30 შეხვედრაში 18, ხოლო ალეხანდრო როდრიგესს 5 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. “ემპოლი” კი სერია B-ს 66 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11115