ფეხბურთი

15:16 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: “იუვენტუსს” ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა აღნიშნა, რომ ნაკრებში მუშაობით კმაყოფილია, თუმცა დასძინა, რომ მიუხედავად ამისა “იუვენტუსს” დიდ დროს უთმობს.

“როდესაც “იუვენტუსი” სერია B-ში დაქვეითდა, მისი მწვრთნელი გახლდით. ეს იყო ჩემი არჩევანი, რომელსაც არასოდეს ვინანებ. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ანიელების ოჯახში.

ახლა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ვარ და ბედნიერი ვარ. ყოველთვის დიდი ყურადღებით ვუყურებ “იუვენტუსის” მატჩებს. თუ საზღვარგარეთ მუშაობა მომიწევს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ადგილობრივ ენაზე საუბარი, როგორც ეს იყო ტურინში”, - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამი “ბებერი ქალბატონის” რიგებში ჯერ ფეხბურთელის რანგში 1994-1999, შემდეგ კი მწვრთნელის 2006-2007 წლებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117754