ფეხბურთი

14:49 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანი: “მინდა “არსენალის” ლეგენდა გავხდე”

სომხეთის ეროვნული ნაკრებისა და “არსენალის” შემტევმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა FourFourTwo-სთან ინერვიუში განაცხადა, რომ “მეთოფეების” რიგებში თამაში მისთვის დიდი პატივია და სურს ლონდონური კლუბის ლეგენდა გახდეს.

“როცა გავიგე, რომ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” არსენალში უნდა გადავსულიყავი, მე ვთქვი დიახ. ჩემთვის მნიშვნელოვანია “მეთოფეებთა” რიგებში თამაში. უკეთეს კლუბს ვერც ვინატრებდი. აქ იმიტომ მოვედი, რომ ეს არსენ ვენგერს სურდა და შანს ხელიდან ვერ გავუშვებდი.

სანჩესის ჩანაცვლება? ჩვენ განსხვავებული ტიპის მოთამაშეები ვართ, განსხვავებული შესაძლებლობებით, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩავანაცვლო.

მინდა ჩემი სახელი “არსენალის” ისტორიაში შევიდეს და ამ გუნდის ლეგენდა გავხდე. მსურს ბევრი გამარჯვებები და თასები, რომ გულშემატკივრები გავახაროთ”, - განაცხადა მხითარიანმა.

აქვე გეტყვით, რომ უვროპა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე დღეს “არსენალი” “ცსკა-ს” დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110477