ფეხბურთი

2:01 | 5.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "სიტი" კუთხეში დააყენა (+VIDEO)

იურგენ კლოპმა პეპ გვარდიოლას პირველი რაუნდი ნოკაუტით მოუგო. დიახ, “ლივერპულმა” ბევრისგან ფავორიტად შერაცხული “მანჩესტერ სიტი” მიწაზე ძლიერ დაანარცხა და ვინძლო ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯიც გადადგა.

ალბათ, მიმდინარე სეზონში ასეთი უსუსური “სიტი” არ გვახსოვს. ყოველშემთხვევაში, “ქალაქელებს” მეტოქის კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაურტყამთ და ბუნებრივია, რომ “ენფილდ როუდი” დამარცხებულებმა დატოვეს. “ლივერპულმა” კი სტუმრებს თავისი თამაში თავს მალევე მოახვია და სწრაფი, ჩვეულეი შეტევებით მატჩის ბედი საწყის ნახევარ საათში გადაწყვიტა.

მოჰამედ სალაჰმა გაიტანა სტუმართა დაცვის უყურადღებო თამაშის შედეგად, მერე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ისეთი გაისროლა, თქვენგან მოწონებული, ხოლო ბოლოს სალაჰის ასისტით სადიო მანემაც შეაგდო. ეს ყველაფერი 31-ე წუთისთვის.

“ლივერპულს” ლოგიკურია, რომ შემდეგ შეტევებით თავი არ მოუკლავს, ხოლო “სიტის” ძალიან კი სურდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა მწყობრად მოთამაშე მერსისაიდელებთან. მოკლედ, “ლივერპული” მანჩესტერში დიდებული ფორით ჩადის და ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ოთხეულში დაბრუნებასთან.

“ლივერპული” – “მანჩესტერ სიტი” (3:0) VIDEO

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

მაყურებელი: 50 685

“ლივერპული” (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი, ჰენდერსონი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (მორენო 85); სალაჰი (ვეინალდუმი 52), ფირმინო (სოლანკე 71), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, ოტამენდი, კომპანი, ლაპორტე; გუნდოგანი (სტერლინგი 57), ფერნანდინიო, დავიდ სილვა; დე ბრუინი, გაბრიელ ჟესუსი, სანე

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 სალაჰი (12), 2:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (21), 3:0 მანე (31)

გაფრთხილება: ჰენდერსონი (86) – ოტამენდი (45), გაბრიელ ჟესუსი (76), დე ბრუინი (80), სტერლინგი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 6 (0) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 0:8 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

Loading...
სტატისტიკა
0.321257