ფეხბურთი

21:40 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გარდაიცვალა

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რეი უილკინსი გარდაიცვალა. 61 წლის ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ გულის შეტევის შედეგად საავადმყოფოში მოათავსეს და სწორედ იქ დაასრულა სიცოცხლე ინგლისელმა.

უილკინსს საკმაოდ წარმატებბული კარიერა ჰქონდა და სხვადასხვა დროს “ჩელსის”, “მანჩესტერის”, “მილანის”, პსჟ-ს, “რეინჯერსის” ქპრ-ს, “კრისტალ პალასის”, “უიკომბის”, “ჰიბერნიანის”, “მილუოლისა” და “ლეიტონის” ღირსებას იცავდა.

ინგლისის ნაკრებში რეიმ 1976-1986 წლებში 84 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ერთი ხანობა კაპიტნის სამკლავურსაც ატარებდა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელობა დაიწყო და ძირითადად ასისტენტის როლში მუშაობდა. მათ შორის იყო ჯანლუკა ვიალისა და კარლო ანჩელოტის ასისტენტი ლონდონის “ჩელსიში”.

0.111173