ფეხბურთი

20:40 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ინგლისი გაანადგურა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, მიმდინარე წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, ინგლისის ნაკრები დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

ქართველებმა ტაიმი 3:1 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა კიდევ ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს. პირველი ორი გოლი ნატურალიზებულმა მოთამაშეებმა, რონინიომ და ფეიტოსა თალესმა აიღეს, მესამე ბურთი კი არჩილ სებისკვერაძის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში კიდევ ერთმა ბრაზილიელმა მოთამაშემ, სიმი საიოტმა დუბლი გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს ნაკრები ინგლისს კიდევ ერთხელ ეთამაშება. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19 საათზე დაიწყება და დასწყება უფასო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114264