ფეხბურთი

3:05 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "რონალდუს გოლი? - "ლევერკუზენს" უკეთესი გავუტანე"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "იუვენტუსთან" (3:0) მატჩი შეაფასა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ასევე, ისაუბრა რონალდუს ულამაზეს გოლზეც.

“იუვენტუსის” მოედანზე სამი გოლის გატანა ადვილი არაა, ამიტომ, ჩვენ ბრწყინვალე შეხვედრა ჩავატარეთ. ასევე, მათაც კარგი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ როდესაც არ გვქონდა კარგი მონაკვეთები, გოლი ვერ გაგვიტანეს.

რონალდუ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, განსხვავებული. ასეთ მატჩებში არასდროს ცდება? რეალურად, დღეს რამდენიმე მარტივი მომენტი გააცუდა. ჩემი გოლი უფრო ლამაზი იყო “ლევერკუზენთან” თუ კრიშტიანუს? ვფიქრობ, რომ ჩემი (იღიმის).

რას ვეტყოდი “იუვეს” ტიფოზებს? გაბრაზებულნი არიან და მე ვწუხვარ. “იუვე” ყოველთვის ჩემს გულშია”, - განაცხადა ზიდანმა.

"რეალსა" და "იუვენტუსს" შორის საპასუხო მატჩი 11 აპრილს, მადრიდში გაიმართება.

0.144067