სხვა

12:32 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბარსელონაც გავარდა და ვესპრემიც (+VIDEO)

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორი სენსაცია მოხდა: ევროპის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ბარსელონამ და ბოლო წლების ერთ-ერთმა ფავორიტმა, ვესპრემმა საპასუხო მატჩებში ვერ შეძლეს საჭირო რევანშის აღება და და მეოთხედფინალში ფრანგული მონპელიე და დანიის სკიერნი გაუშვეს.

მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-16/1158917

ვესპრემი დანიაში 25-32 დამარცხდა, შინ კი ტაიმი 16-13 მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ სკიერნის მეკარე ტიბორ ივანიშევიჩმა რამდენიმე შვიდმეტრიანი მოიგერია, 44-ე წუთზე კი, როცა ანდერს ეგერტმა ანგარიში გაათანაბრა - 24-24, ცხადი გახდა, რომ 2015 და 2016 წლების ფინალისტი გავარდებოდა. საბოლოოდ, ვესპრემმა მხოლოდ 5 ბურთით მოიგო - 34-29.

ბარსელონას 25-28 ჰქონდა წაგებული მონპელიეში და შინ თავიდანვე 2-6 ჩამორჩა, მაგრამ მე-40 წუთისთვის სასურველ სხვაობას მაინც მიაღწია: 21-17. ამის შემდეგ ბარსა 6 გოლითაც გავიდა წინ, მაგრამ ზედიზედ 4 მიიღო საკუთარ კარში - 26-24. ბოლო წუთზე ანგარიში 30-27 იყო, ოღონდ მონპელიეს მეტი გოლი ჰქონდა სტუმრად გატანილი და მასპინძლებს კიდევ ერთი ბურთი სჭირდებოდათ, მაგრამ არგენტინელის დიეგო სიმონეტის დარტყმამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა - მონპელიემ მხოლოდ ორით წააგო და მეოთხედფინალში გავიდა.

სხვა ოთხ წყვილში კილმა, კელცემ, ნანტმა და ფლენზბურგმა პირველ მატჩში მოპოვებული კომფორტული უპირატესობა შეინარჩუნეს, ამ ექვსეულს კი მეოთხედფინალში ემატება ჯგუფური ეტაპის ორი გამარჯვებული, პსჟ და სკოპიეს ვარდარი. მეოთხედფინალის წყვილებია: კილი - ვარდარი, კელცე - პსჟ, ფლენზბურგი - მონპელიე, ნანტი - სკიერნი. პირველი მატჩები 18-22 აპრილის შუალედშია, იქამდე კი, მომდევნო ორ კვირაში მეოთხედფინალს ქალთა გუნდები გამართავენ.

ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი

მერვედფინალის საპასუხო მატჩები, 28 მარტი-1 აპრილი

ფლენზბურგი (გერ) - კრისტიანსტადი (შვდ) 27-24 (26-22)

მოგენსენი 5, გოტფრიდსონი, კარლსონი, ზახრიასენი 4 - ლიპოვაცი 7

ვესპრემი (უნგ) - სკიერნი (დან) 34-29 (25-32)

ნენადიჩი 9, მანასკოვი 6, ტონესენი 5 - ეგერტი 7, ზონდეგორი 5

ბარსელონა (ესპ) - მონპელიე (საფ) 30-28 (25-28)

გომესი, რივერა, ნგესანი 4 - რიშარდსონი 7, დ. სიმონეტი 6

ნანტი (საფ) - მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 28-28 (32-24)

ტურნა 6, გურბინდო 5, კლერი 4 - შუმაკი 7

სეგედი (უნგ) - კილი (გერ) 28-27 (22-29)

კალმანი 5 - ვინჩეკი 9, ბილიკი 7, ვუინი 6

რაინ ნეკარი (გერ) - კელცე (პოლ) 30-36 (17-41)

შმიდი 8, ტოლბრინგი 5 - დუიშებაევი, იურეცი 5

ვარდარი და პსჟ პირდაპირ მეოთხედფინალში არიან

მეოთხედფინალი: 18-22/25-29 აპრილი

კილი - ვარდარი, კელცე - პსჟ, ფლენზბურგი - მონპელიე, ნანტი - სკიერნი

Loading...
0.109476