ჩოგბურთი

12:20 | 2.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ისევ პირველია, იზნერი ათეულში შევიდა

დღეს, ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მაიამის მასტერესზე როჯერ ფედერერის წაგების გამო რაფაელ ნადალი ისევ პირველ ადგილზე გადავიდა. მაიამის მასტერსის გამარჯვებული ჯონ იზნერი 8 პოზიციით წინ წავიდა და ამჟამად მე-9 ადგილზეა.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სამი პოზიციით დაწინაურდა და განახლებულ რეიტინგში მან 86-ე ადგილზე გადაინაცვლა.

  1. რაფაელ ნადალი – 8770 - ქულა
  2. როჯერ ფედერერი – 8670
  3. მარინ ჩილიჩი – 4985
  4. ალექსანდრ ზვერევი – 4925
  5. გრიგორ დიმიტროვი – 4635
  6. ხუან მარტინ დელ პოტრო – 4470
  7. დომინიკ ტიმი – 3665
  8. კევინ ანდერსონი – 3390
  9. ჯონ იზნერი – 3125
  10. დავიდ გოფინი – 3110

…... 86. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 655

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112532