ძიუდო

14:56 | 1.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი და თუშიშვილი ოქროს მიუახლოვდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა გიორგი პაპუნაშვილმა (90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) თბილისის გრან პრიზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ფინალში გავიდნენ. ონისე სანებლიძე, იასონ ნემსაძე (ორივე 100 კგ), ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე (ორივე +100 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.

პაპუნაშვილი ოქროს მედლისთვის ბრაზილიელ რაფაელ მასედოს დაეჭიდება. თუშიშვილის მეტოქე ირანელი ჯავად მაჰჯუბი იქნება. ონისე სანებლიძე და იასონ ნემსაძე მესამე საპრიზო ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ონისე ბუღაძე ჰოლანდიელ ხორ სტივენსს შეხვდება, ლევან მატიაშვილი – ფრანგ ჰამზა ოუჩანის.

ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.

ეკა ელოშვილის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145943