ფეხბურთი

22:27 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" მეორე გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მორიგი მატჩი გაიმართა გორში, სადაც ადგილობრივმა "დილამ" "სიონი" 3:2 დაამარცხა. "თენგიზ ბურჯანაძეზე" გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა პირველ ტაიმშივე გაიტანეს სამი გოლი. მეშვიდე და მეცხრე წუთებზე ნოდარ ქავთარაძემ და ისიფუ ლემპტიმ, შესაბამისად ალვინ ფორტისის და ლეანდრო რიბეიროს გადაცემების შედეგად გაიტანეს. მიკოლა კოვტალიუკმა კი 31-ე წუთზე ფორტისის ჩაწოდების შემდეგ გამოიჩინა თავი.

სტუმრებმა გოლები შეხვედრის მეორე ნახევრის ბოლოსკენ გაიტანეს, 84-ე და 86-ე წუთებზე გიორგი მიქაბერიძემ და გიორგი დათუნაიშვილმა, ჯაბა დვალის და ლაშა მინაგაძის გადაცემებით ისარგებლეს და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს.

გორელებმა მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გამარჯვება იზეიმეს და 7 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზე არიან. ბოლნისელებს ოთხი ქულა გააჩნიათ და ცხრილის შუაში იმყოფებიან. ხვალ ორი დაპირისპირება გაიმართება, თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს, ხოლო "სამტრედია" ფოთის "კოლხეთს" შეხვდება.

თეგებიდილასიონი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113267