ფეხბურთი

15:27 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეას "მანჩესტერის" დატოვება უნდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეა “რეალში” გადასვლას ლამობს. Sportslens.com-ის ინფორმაციით, ესპანელმა კიპერმა კლუბის ხელძღვანელობას უკვე სთხოვა, რომ ზაფხულში “სამეფო კლუბში” ტრანსფერს დასთანხმდნენ.

დე ხეასა და “მანჩესტერს” შორის ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ინგლისური გუნდის ბოსებს კი, პირინელ კარის დარაჯთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურთ.

დავიდ დე ხეამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 37 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109644