კალათბურთი

12:50 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონმა მაიკლ ჯორდანის რეკორდი დაამხო

“კლივლენდ კავალიერსის” სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ნაციონალური საკალათბურთო ისტორიის გადაწერას აგრძელებს. 33 წლის კალათბურთელმა „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ მატჩში ორმაგი დუბლი მიითვალა (27 ქულა, 11 პასი, 9 მოხსნა) და უდიდესი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდს გამარჯვებაში.

როგორც ხედავთ, ლებრონს კინკილა მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე თუმცა, ამაზე უფრო ფასეული ფაქტიც დაფიქსირდა. ლებრონ ჯეიმსმა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის რეკორდი, რომელიც ორი დღის გაიმეორა, როგორც მოსალოდნელი იყო, ახლა დაამხო. საქმე ეხება NBA-ს ისტორიაში ზედიზედ მოპოვებულ მინიმუმ 10 ქულას.

მაიკლ ჯორდანი 1986 წლის მარტიდან 2001 წლის დეკემბრამდე, ზედიზედ 866 მატჩის განმავლობაში აგროვებდა მინიმუმ 10 ქულას, ხოლო ლებრონის სერია 2007 წლის იანვარში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ეს აღმოჩნდა ლებრონ ჯეიმსისთვის ზედიზდ 867-ე შეხვედრა, როდესაც მატჩში მინიმუმ 10 ქულიან ზღვარს უწია. ასეთი შედეგი NBA-ს ისტორიაში არავის აქვს.

აქვე საუკეთესო ხუთეული NBA-ში, რომელთაც მინიმუმ 10 ქულიანი მატჩების ყველაზე ხანგრძლივი სერია გააჩნიათ:

ლებრონ ჯეიმსი – 867 მატჩი, 2007 წლის იანვრიდან დღემდე

მაიკლ ჯორდანი – 866 მატჩი, 1986 მარტიდან 2001 წლის დეკემბრამდე

კარიმ აბდულ-ჯაბარი – 787 მატჩი, 1977 წლის დეკემბრიდან 1987 წლის დეკემბრამდე

კარლ მელოუნი – 575 მატჩი, 1991 წლის დეკემბრიდან 1999 წლის მარტამდე

კევინ დურანტი – 562 მატჩი, 2009 წლის მარტიდან 2017 წლის თებერვლამდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113274