ფეხბურთი

23:05 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ შესაძლოა "რომასთან" ვერ ითამაშოს

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა ლიონელ მესიმ 29 მარტს კატალონიის "ბარსელონას" ვარჯიშზე მცირედით დაიტვირთა. როგორც AS-ი იუწყება, ფეხბურთელმა შესაძლოა ლა ლიგაში "სევილიასთან" მატჩი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "რომასთან" დაპირისპირება გამოტოვოს.

მესიმ ტრავმის გამო სანაკრებო შეხვედრები იტალიასთან და ესპანეთთან გამოტოვა. მესი კლუბში სამედიცინო შემოწმებას კვლავ გაივლის და ამის შემდეგ ზუსტად ეცოდინება ერნესტო ვალვერდეს, როგორ დატვირთავს არგენტინელს მოახლოებულ მატჩებში. "ბარსელონა" 31 მარტს "სევილიას" შეხვდება, ხოლო 4 აპრილს - "რომას.

მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა საკლუბო ტურნირზე 43 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 35 გოლი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113675