ფეხბურთი

12:52 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" სააღდგომო საჩუქარი - გატუზოს ახალი კონტრაქტი

იტალიური “მილანის” სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ დააანონსა, რომ კლუბი ჯენარო გატუზოსთან ახალ კონტრაქტ გააფორმებს. აპრილში მოხდება.

“პრობლემა არ არსებობს, ჩვენ ვამზადებთ სააღდგომო საჩუქარს. შესაძლოა, ჩვენი სააღდგომო კვერცხი გატუზოს ახალი კონტრაქტიც იყოს. არმგონია, რომ პრობლემა წარმოიშვას. ვფიქრობ, ჯენარო “მილანში” დიდი ხნით დარჩება და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვრთნელი გახდება”, - აღნიშნა მირაბელიმ.

შეგახსენებთ, ჯენარო გატუზომ “როსონერი” გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა. მხარეებს შორის მიმდინარე ხელშეკრულება ძალაში სეზონის ბოლომდეა.

0.113498