ფეხბურთი

0:00 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა რუსეთის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

ფიფამ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება რუსეთისა და საფრანგეთის მატჩში მასპინძელი გულშემატკივრებისგან რასისტულ შეძახილებს სტუმართა ფეხბურთელების, პოლ პოგბასა და უსმან დემბელეს მიმართ.

“ფიფა იწყებს მტკიცებულებების შეგროვებას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მედიაში გაჟღერდა”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა, სადაც ცოტა ხნის წინ, “ზენიტისა” და “ლაიფციგის” თამაშის დროსაც დაფიქსირდა ანალოგიური შემთხვევა. აღნიშნულ ფაქტზე რეაგირების მოხდენა უეფას მოვალეობაა.

0.116003