ფეხბურთი

22:35 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რომის "ლაციო" გაქურდეს

რომის “ლაციოს” გაქურდეს. Il Tempo-ს ინფორმაციით, “არწივებმა” სტეფან დე ვრეის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო ჰოლანდიელი ფეხბურთელის ყოფილ გუნდს, “ფეიენოორდს” გადაურიცხეს, მაგრამ რეალურად თანხა ჰაკერების ხელში აღმოჩნდა.

წყაროს ინფორმაციით, “ლაციომ” მიიღო წერილი იმავე ატრიბუტებით და ფორმით, როგორც “ფეიენოორდის” ოფიციალური წერილი, მაგრამ სხვა საბანკო ანგარიშით. რომაელებმა ეს ვერ შენიშნეს და 2 მილიონი გადარიცხეს.

როგორც გაირკვა, თანხა როტერდამული კლუბის ანგარიშზე არ ასახულა. საქმეს პოლიცია უკვე იძიებს, წინასწარი ცნობით კი, ქურდებმა თანხის დახარჯვა უკვე მოახერხეს.

0.135992