ფეხბურთი

15:47 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვერატიმ და პოგბამ შესაძლოა კლუბები გაცვალონ

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოსა და გუნდის ნახევარმცველს პოლ პოგბას შორის იდილია რომ არ სუფევს, ამაზე ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ.

მართალია, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ პოგბა მანჩესტერის დატოვებას არ აპირებს, თუმცა საპირისპიროს იუწყება The Mirror-ი, რომელიც წერს, რომ ინგლისურმა კლუბმა ფრანგ ფეხბურთელს შემცვლელი უკვე მოუძებნა და ამ ზაფხულს მანჩესტელთა რიგებში იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველს მარკო ვერატის ვიხილავთ.

გამოცემის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ვერატის შესაძენი თანხის მოძიებას სწორედ პოგბას გაყიდვით გეგმავს, თუმცა კლუბებს შორის ფეხბურთელთა პირდაპირი გაცვლის შესაძლებლობაც განიხილება.

0.122915