ფეხბურთი

18:57 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი იტალიის 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი სერია A-ს 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ალეგრიმ “ატალანტას” თავკაც ჯამპიერო გასპერინისა და “ნაპოლის” მწვრთნელ მაურიციო სარის აჯობა.

“პირველ ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს საოცარ ფეხბურთელებს, რომლებაც დიდი წარმატება მოგვიტანეს მე და “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას. ამ ჯილდოს ვუძღვნი ჩემს სტაფს, რომელიც დღემდე ჩემთან ერთადაა. ყველა მწვრთნელს წარმატებას ვუსურვებ მიმდინარე სეზონის ფინიშზე, მაგრამ სარის ცოტა ნაკლებად”, - აღნიშნა ალეგრიმ.

2017 წელს ალეგრის “იუვენტუსმა” იტალიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ფინალში ითამაშა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ასევე სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა უცხოეთში წარმატებით მომუშავე თანამემამულე მწვრთნელები – კარლო ანჩელოტი (გერმანიის ჩემპიონი), ანტონიო კონტე (ინგლისის ჩემპიონი), მასიმო კარერა (რუსეთის ჩემპიონი), რობერტო ბორდინი (მოლდოვის ჩემპიონი) და მარკო როსი (უნგრეთის ჩემპიონი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111645