ფეხბურთი

17:36 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“დილას” ლეანდრო რიბეირო დაუბრუნდა

ეროვნული ლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ლეანდრო რიბეირო გორის “დილას” დაუბრუნდა. ამის შესახებ ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

23 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც კარიერის განმავლობაში “ინტერნასიონალის”, “აროუკას”, “გლორიასა” და “ვილა ნოვას” რიგებში უთამაშია, შარშანდელი სეზონის მიმდინარეობისას “დილადან” ნეთანიას “მაკაბიში” იჯარის წესით გადავიდა, ახლა კი ისევ გორელთა ღირსებას დაიცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10911