ფეხბურთი

16:47 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: “ლევადოვსკი “ბაიერნში” დარჩება”

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ რობერტ ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლა გამორიცხა. როგორც გერმანელმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ პოლონელი თავდამსხმელი მომავალ სეზონსაც მიუნხენში გაატარებს.

“მახსოვს, 2008 წელს “ჩელსიდან” ფრანკ რიბერის შესახებ საოცარი წინადადება გვქონდა, მაგრამ მაშინ ყველამ დაინახა, რომ “ბაიერნის” თანხმობის გარეშე ჩვენგან ფეხბურთელს ვერავინ წაიყვანს. 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონშიც “ბაიერნში” ითამაშებს”, - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Kicker-ი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გერმანული და ესპანური მედია აქტიურად წერს ლევანდოვსკის “რეალში” შესაძლო გადასვლაზე. ბოლოდროინდელი ცნობით, პოლონელის აგენტი და ფლორენტინო პერესი ტრანსფერზე შეთანხმდნენ კიდეც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120148